Monday, September 12, 2011

სასწავლო პროექტი

პროექტი– საზოგადოება და დაუნის სინდრომი
მიზანი: განსაზღვრონ რა იცის საზოგადოებამ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ და როგორია საზოგადოების დამოკიდებულება დაუნის სინდრომიანი ადამიანების მიმართ
შედეგი: მოსწავლე განმარტავს მემკვიდრეობითობის და ცვალებადობის თავისებურებებს.
აქტივობა: კლასის დაყოფა ჯგუფებად, მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას შერჩეულ თემაზე წიგნებიდან, ჟურნალებიდან, ინტერნეტიდან და დაახარისხებენ ინფორმაციას. შეადგენენ კითხვარს.
მოსწავლეთა ასაკი: 14 წელი
ვადები:1 კვირა
რესურსები: წიგნები,რვეულები,მოსახლეობა, საწერი კალმები, ინტერნეტი.
კვლევის ჩატარება: გამოკითხონ სხვადასხვა ასაკის 15–20 ადამიანი(ოჯახის წევრები, მეზობლები, ქუჩაში გამვლელები) თითო ადამიანმა შეავსოს ერთი კითხვარი.
შედეგების ანალიზი: შეაჯამონ ყველა კითხვარში დადებითი და უარყოფითი პასუხების რაოდენობა. გამოიანგარიშონ დადებითი დაუარყოფითი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი თითოეული კითხვისთვის. მიღებული მონაცემებით შეადგინონ ცხრილი და ააგონ დიაგრამა ან გრაფიკი. მოახდინონ რეფერატის პრეზენტაცია.თუ მითებული შედეგები სავალალო იქნება, მოაწყონ ღონისძიება საზოგადოებისათვის ამ პრობლემის გაცნობის მიზნით.
ხელმძღვანელი: ეთერი ჯვარიძე
ელ.ფოსტა: eterijvaridze@gmailcom.ge

No comments:

Post a Comment